საზაფხულო სკოლა „მოაზროვნე“ აცხადებს 10-12 წლის მოსწავლეების მიღებას კაჭრეთის საჯარო სკოლის მეორე კორპუსში (სოფელი ნანიანი). სკოლა იფუნქციონირებს 2018 წლის 27 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით, ყოველი კვირის ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 11-დან 12.30 საათამდე. მიმდინარეობს რეგისტრაცია, დაგვიკავშირდით კაჭრეთის საჯარო სკოლის მე-2 კორპუსში ან მოგვწერეთ სკოლის გვერდზე. საზაფხულო სკოლის არსებობის მიზანია ახალი გამოცდილებისა და ცოდნის შეძენა. მოსავლეებს ექნებათ ერთდროულად დასვენების, შემეცნების, გართობის საშუალება, რაც სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობით მიიღწევა. გაიუმჯობესებენ ლოგიკური აზროვნების უნარს, გახდებიან მეტად კომუნიკაბელურნი. ერთად ვნახავთ საბავშვო ფილმს და ვიმსჯელებთ მის შესახებ. მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ვიქტორინებში, სახალისო ტესტების შეჯიბრებებში, სხვა შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებში. მაქსიმალურად შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენას. წიგნის მიმართ ინტერესის გაზრდის მიზნით გაკვეთილების ნაწილი ჩატარდება როგორც სკოლი...