საზაფხულო სკოლა „მოაზროვნე“ აცხადებს 10-12 წლის მოსწავლეების
მიღებას კაჭრეთის საჯარო სკოლის მეორე კორპუსში (სოფელი ნანიანი).
სკოლა იფუნქციონირებს 2018 წლის 27 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით, ყოველი
კვირის ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 11-დან 12.30 საათამდე. მიმდინარეობს რეგისტრაცია,
დაგვიკავშირდით კაჭრეთის საჯარო სკოლის მე-2 კორპუსში ან მოგვწერეთ სკოლის გვერდზე.
საზაფხულო სკოლის არსებობის მიზანია ახალი გამოცდილებისა
და ცოდნის შეძენა. მოსავლეებს ექნებათ ერთდროულად დასვენების, შემეცნების, გართობის
საშუალება, რაც სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობით მიიღწევა. გაიუმჯობესებენ
ლოგიკური აზროვნების უნარს, გახდებიან მეტად კომუნიკაბელურნი. ერთად ვნახავთ საბავშვო
ფილმს და ვიმსჯელებთ მის შესახებ.
მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ვიქტორინებში, სახალისო
ტესტების შეჯიბრებებში, სხვა შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებში. მაქსიმალურად შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების
გამოვლენას.
წიგნის მიმართ ინტერესის გაზრდის მიზნით გაკვეთილების
ნაწილი ჩატარდება როგორც სკოლის ბიბლიოთეკაში, ასევე სოფელ ნანიანის ბიბლიოთეკაში,
რათა შეიგრძნონ მხატვრული ლიტერატურის მადლი; საბიბლიოთეკო გარემო და ურთიერთობა ცხოვრების
წესად გაიხადონ.
როგორც ყოველთვის, ზაფხულს თან ახლავს ტემპერატურის მატება. თუ სიცხე პრობლემას შეუქმნის ბავშვებს, შეიცვლება მეცადინეობის დრო - გაკვეთილები ჩატარდება ერთი საათით ადრე ან დღის მეორე ნახევარში.
როგორც ყოველთვის, ზაფხულს თან ახლავს ტემპერატურის მატება. თუ სიცხე პრობლემას შეუქმნის ბავშვებს, შეიცვლება მეცადინეობის დრო - გაკვეთილები ჩატარდება ერთი საათით ადრე ან დღის მეორე ნახევარში.
შეხვედრების განმავლობაში საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი საჯარო სკოლის დირექციასთან
ერთად უზრუნველყოფს მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.
საზაფხულო სკოლის მიზანი:
არასაგაკვეთილო პროცესის დროს ჯანსაღი გარემოს შექმნა, რომ მოსწავლეებმა მაქსიმალურად
შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენა;
იყვნენ გაბედულნი საკუთარი აზრის გამოთქმისას;
საგაკვეთილო პროცესისგან განსხვავებულ, სახალისო გარემოში
მხატვრული ლიტერატურის მადლის შეგრძნება.
სკოლის სამუშაო პროგრამა;
1. ფარნაოზ ერთელაშვილის
იგავ-არაკები: „ქვა და ლოდი“, „ბერმუხა“.
2. ნიკო
ლორთქიფანიძის „სიზმრები“.
3. იროდიონ
ევდოშვილის „ნაძვის ცრემლები“.
4. ნოდარ
დუმბაძის „ვისია ეს ბიჭი?“
5. ოთარ
ჩხეიძის „მიწა“, „შემოზამთრება“.
6. ჭაბუა
ამირეჯიბის „მუყაითობა და შეუპოვრობა“.
7. რეჟისორ
მარკ ვების ფილმი „ნიჭიერი“.
აქტივობები:
კომენტირებული
კითხვა;
ორიენტირებული
კითხვა;
როლური
თამაში;
ვარაუდების
გამოთქმა;
ნაწარმოების იდეის განსაზღვრა;
დისკუსია.
რესურსები:
დაფა, ცარცი;
დაფა, ცარცი;
მხატვრული ნაწარმოებების
ტექსტები;
http://www.geofilms.ge/filmebi/1807-
ფერადი ფურცლები, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები,
მარკერი, წებოვანი ფურცლები.
სახალისო ტესტები.
ფოტოაპარატი;
ინტერნეტი,
კომპიუტერი, პრინტერი.
ფოტოაპარატი;
ინტერნეტი,
კომპიუტერი, პრინტერი.
საზაფხულო სკოლას უხელმძღვანელებს ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელი: ნონა გეთიაშვილი.
27.06.2018.
29.06.2018.
02.07.2018.
"საზაფხულო ვიქტორინა საზაფხულო სკოლაში"
04.07.2018.
დიდი ინტერესი გამოიწვია მარკ ვების ფილმმა: "ნიჭიერი".
06.07.2018.
საზაფხულო სკოლა "მოაზროვნე" ბიბლიოთეკაში
11.07.2018.
სახალისო ტესტები
13.07.2018.
16.07.2018.
ნანიანის სასოფლო ბიბლიოთეკაში
18.07.2018.
20.07.2018.

საზაფხულო სკოლის რეფლექსია
ბავშვებს რომ ზაფხულის ცხელი დღეების გარკვეული ნაწილი
შინაარსიანად გაეტარებინათ და, ამავე დროს, ახალი ცოდნა და გამოცდილება შეეძინათ, გადავწყვიტე
საზაფხულო სკოლის მოწყობა. შევიმუშავე სასწავლო პროგრამა, რომელიც მინდოდა, არ ყოფილიყო
გადატვირთული, რათა ბავშვებს არასაგაკვეთილო გარემოში მისცემოდათ ერთდროულად შემეცნების, დასვენებისა
და გართობის საშუალება.
შეხვედრის პირველ დღეს წასაკითხად შევარჩიე ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოები „შეუპოვრობა
და მუყაითობა“. ჩანაფიქრმა გაამართლა - ბავშვებს ძალიან მოეწონათ ტექსტი, ხალისით ისაუბრეს
მუყაითობასა და შეუპოვრობაზე, მათ მსგავსებასა და განსხვავებაზე. დაფიქრდნენ და საკუთარ
თავებში აღმოაჩინეს, როგორები არიან თვითონ,
რა აკლიათ ამ თვისებათა სრულყოფისათვის. თითოეულმა დაისახა მიზნად, როგორ აღმოფხვრან
არსებული ნაკლოვანებები მომავალში. ვიმსჯელეთ ანდაზაზე: „მუყაითობას და შეუპოვრობას
ვერაფერი დაუმაგრდებაო.“ უნდა აღინიშნოს, რომ საზაფხულო სკოლის განმავლობაში უკვე შეინიშნებოდა
თითოეულის მონდომება, რათა გამხდარიყვნენ უფრო
მეტად შეუპოვარნი და მუყაითნი.
მხატვრულ ნაწარმოებთა გაცნობისას მეხმარებოდა აქტივობები:
ორიენტირებული კითხვა და კომენტირებული კითხვა. მაგალითად, ორიენტირებული კითხვისას
ვარაუდების გამოთქმა დიდ მოტივაციას აღძრავდა, რომ გაეაზრებინათ ტექსტის იდეა. აგრეთვე
ხალისით ადგენდნენ პატარა ამბებს ტექსტიდან
ამოკრებილი საკვანძო სიტყვების გამოყენებით. მეცადინეობისას დიდი ხალისი შემოიტანა
„საზაფხულო ვიქტორინამ“. ჭიქაში, რომელშიც იყო ცივი ლიმონათი, მოვათავსე საწრუპიჩხირი,
მასზე დავამაგრე ფერადი ფურცლისგან გამოჭრილი
პეპელა, რომელზეც ეწერა ციფრი. ბავშვებმა აიღეს ჭიქები შემთხვევითობის პრინციპით. წინასწარ
გამზადებული მქონდა ციფრის შესაბამისი კითხვარი, რომელიც იმავე ფერის ფურცელზე ეწერა, რა ფერისაც იყო მათ ჭიქაზე მოფარფატე პეპელა. კითხვები
მოიცავდა მე-5 კლასის მასალას, რომ ყველასთვის გასაგები ყოფილიყო.გამზადებული მქონდა
აგრეთვე კითხვები იმ შემთხვევისთვის, თუ დაგვჭირდებოდა დამატებითი ტური. ისინი წითელი
ფერის ფურცელზე ეწერა. დამატებითი ტური საჭირო არ გახდა. თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი
ნამუშევარი დაამაგრა დაფაზე და შემდეგ რიგრიგობით გააკეთეს პრეზენტაცია. გავაანალიზეთ
შეცდომებიც და გამოვავლინეთ გამარჯვებული.
აგრეთვე დიდ ინტერესს იწვევდა მათში სახალისო ტესტები,
რადგან ამ გზით შეამოწმეს საკუთარი ინტელექტი. მთხოვეს, რომ სასწავლო წლის განმავლობაში
თვეში ერთხელ მაინც ჩავატაროთ ასეთი ტესტირება, რადგან იყო შემეცნებითიც. ამან, რა თქმა უნდა, ძალიან გამახარა
და აუცილებლად გავითვალისწინებ ჩემს მუშაობაში.
ერთად ვნახეთ რეჟისორ მარკ ვების ფილმი „ნიჭიერი“, რომელსაც
ჩვენი დრო, საათ-ნახევარი, არ ეყო და იმ დღეს მეცადინეობა ნახევარი საათით გავზარდეთ.
ამ საკითხზე წინასწარ შეთანხმებული ვიყავი მშობლებთან, რომ არ ენერვიულათ ბავშვების
სახლში დაგვიანების გამო. შემდეგ მეცადინეობაზე კი, რომელიც სკოლის ბიბლიოთეკაში მოვაწყვეთ,
გავმართეთ დისკუსია, განვიხილეთ ფილმი. ბავშვებმა იმსჯელეს ნანახის შესახებ, გამოთქვეს
საკუთარი აზრი, თუ როგორი მოქცევაა საჭირო განსხვავებული ნიჭის მქონე მოსწავლესთან,
რომ ტალანტი არ დაიკარგოს.
სოფლის ბიბლიოთეკაში საზაფხულო სკოლის მოსწავლეთა ნაწილი ისედაც აქტიურად დადის, მაგრამ ყველა ერთად
რომ მივედით გარკვეული მიზნით, ამან ბავშვებში უფრო აღძრა მოტივაცია. მე-6 კლასელებმა,
სასკოლო პროგრამიდან გამომდინარე, უკვე იციან როგორ უნდა მოძებნონ ბიბლიოთეკაში სასურველი წიგნი კატალოგის
საშუალებით. მე-5 კლასელთათვის კი ეს უცხო იყო. მათ ავუხსენი, როგორ ხდება ეს. ამას
ჩვენი პროგრამა არ ითვალისწინებდა, მაგრამ
ბიბლიოთეკისადმი ინტერესის გაღვიძების მიზნით გადავწყვიტე პროგრამის მოდიფიცირება.
საბიბლიოთეკო გარემოში წავიკითხეთ მხატვრული ნაწარმოები და გავაანალიზეთ. რამდენიმე
წუთი გართობის მიზნით გავატარეთ კომპიუტერთანაც. უნდა ითქვას, რომ ბავშვებს ძალიან
მოეწონათ ბიბლიოთეკაში მუშაობა და სურვილი გამოთქვეს, რომ სხვა შეხვედრების აქ დაგვეგეგმა.
ვცდილობდი, ბავშვებისთვის ყოველთვის შემექმნა არასაგაკვეთლო
გარემო, რათა მაქსიმალურად გამოევლინათ თავიანთი შესაძლებლობები, ყოფილიყვნენ გაბედულნი,
რასაც, ვფიქრობ, მივაღწიე.
მეცადინეობის დროის შეცვლა სიცხესთან დაკავშირებით არ
გახდა საჭირო. ვიზრუნე, რომ დირექციის დახმარებით მოსწავლეთათვის შემექმნა უსაფრთხო
გარემო. ამ მხრივ პრობლემები არ გამოვლენილა.
უნდა აღვნიშნო, რომ მუშაობისას გამოვლინდა ხარვეზებიც.
აქტივობებიდან ვერ გამოვიყენეთ როლური თამაში. აღმოჩნდა, რომ საზაფხულო სკოლისთვის
გაწერილი პერიოდი იყო მცირე და ვერ შევძელით
ყველა აქტივობის შესრულება. გამოვიყენე უფრო მეტი რესურსი, ვიდრე დაგეგმილი მქონდა.
მომავალში მსგავსი საქმიანობის განხორციელებისას
ჩემს გამოცდილებას აუცილებლად გავითვალისწინებ.
დავამატებ მეცადინეობების რაოდენობას; აქტივობებს
დავგეგმავ მოსწავლეებთან ერთად. კვლავაც სისტემატურად გავეცნობი
განათლების სფეროში არსებულ სიახლეებს, რომ უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იყოს ჩემი
მუშაობა.






























Комментарии
Отправить комментарий